საფეხბურთო კლუბი “გაგრა” სამძიმრის წერილს აქვეყნებს.
”საფეხბურთო კლუბ “გაგრას” ოჯახი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ჩვენი ფეხბურთელის, გიორგი დოხნაძის დის – მარიამ დოხნაძისა და მისი მეგობრების ტრაგიკული გარდაცვალების გამო.
ვუსამძიმრებთ ყველას, ვინც ამ მძიმე დანაკარგს იზიარებს.
გიორგი, ტკივილის მიუხედავად, გზა ღირსებითა და სიძლიერით გააგრძელე – მათი ხსოვნის პატივსაცემად”