“როცა არმანის შოურუმში შევიდა, მთელი გუნდი სუნთქვაშეკრული უმზერდა,მათი აღფრთოვანება სიტყვებში ვერ ეტეოდა”
ნინი ბადურაშვილის პროდუსერი კოკი ფანგანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
”ის საქართველოდანაა 🇬🇪
ქალი, რომელსაც გენებში აქვს ლალი ბადურაშვილის სილამაზე და ეკა კახიანის დახვეწილობა❤️თამამად შემიძლია ვთქვა,რომ ის არის თავისი თაობის ყველაზე ლამაზი ქალი!✨ ბუნებრივად ლამაზი, თავდაჯერებული და დიდებულად ქართული🇬🇪
როცა არმანის შოურუმში შევიდა, მთელი გუნდი სუნთქვაშეკრული უმზერდა,მათი აღფრთოვანება სიტყვებში ვერ ეტეოდა და წუთში ერთხელ უმეორებდნენ: „you are so beautiful!“ 💫
და შემდეგ, რა თქმა უნდა, დაინტერესდნენ საქართველოთი❤️ აღმოჩნდა, რომ ორი მათგანი უკვე ყოფილა ჩვენს ქვეყანაში და აღფრთოვანებით იხსენებდნენ:
„უგემრიელესი სამზარეულო გაქვთ,საოცრად თბილი და მზრუნველი მასპინძლები ხართო❤️დაგვპირდნენ,რომ აუცილებლად ისევ ჩამოვიდოდნენ 🤩
ეს არის საქართველო სილამაზის, დახვეწილობისა და სითბოს სამშობლო!მარიამობას გილოცავთ ❤️”
