„მატარებელი ცეცხლის ალში იყო გახვეული… თვალები დავხუჭე, არ შემეძლო დახოცილი ადამიანების ყურება…“

122

გადაცემა „სიცრუის დეტექტორის“ სტუმარი ნათელა მუხულიშვილი იყო. ერთ–ერთი კითხვა ეხებოდა სარკინიგზო კატასტროფას, რომელსაც მსახიობი სასწაულებრივად გადაურჩა. ამბობს, რომ ლოცვამ გადაარჩინა…

„1992 წლის 27 აგვისტო იყო… სიკვდილს თვალებში ჩავხედე… მატარებელი ცეცხლის ალში იყო გახვეული, მუხრუჭები არ მუშაობდა და ისეთი სისწრაფით მიქროდა… ვუყურებდი შეშინებულ ადამიანებს, კიოდნენ–წიოდნენ ქალები, ბავშვები, ყველანი… მივხვდი, რომ დამთავრდა სიცოცხლე… ვლოცულობდი, უფალო გადამარჩინე, ტანჯვით ნუ მომკლავ… ჩვენი ვაგონი გაჩერდა. სასწაულებრივად ვარ გადარჩენილი. 26 ადამიანი გარდაიცვალა, საშინელი ტრაგედია იყო…თვალები დავხუჭე, არ შემეძლო დახოცილი ადამიანების ყურება“, – იხსენებს ნათელა მუხულიშვილი.