ვიეტნამელი მხატვარი 34 წლის განმავლობაში ფრჩხილებს არ იჭრიდა და გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა (ფოტოები)

88

ვიეტნამელმა მხატვარმა მსოფლიოში ყველაზე გრძელი ფრჩხილები გაიზარდა და გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა.

ლუ კონგ გუენს ფრჩხილები 34 წლის განმავლობაში არ შეუჭრია, შედეგად, მისი ორივე ხელის ფრჩხილების საერთო სიგრძემ 5,9 მეტრს მიაღწია, რაც საშუალოსტატისტიკური ჟირაფის სიმაღლეზე მეტია.

„მინდოდა მასწავლებელი გავმხდარიყავი, ამიტომ ფრჩხილები გავიზარდე, რომ უფრო დიდებულად გამოვიყურებოდე“, – განაცხადა მან და დასძინა რომ მის გადაწყვეტილებაზე შამანი მამის რელიგიურმა შეხედულებებმაც იმოქმედა.

მხატვარი აღნიშნავს, რომ გრძელი ფრჩხილების მოვლა რთული საქმეა.