„მე შემიძლია ვიშვილო…“ – მამა ლევანი, კასპში, ქმრის მიერ მოკლული თათია ლომინაძის შვილზე

61

კასპის წმინდა გიორგის ტაძრის მღვდელი, მამა ლევანი სოციალურ ქსელში წერს, რომ ქმრის მიერ სასტიკად მოკლული ახალგაზრდა ქალის, თათია ლომინაძის შვილს იშვილებს.

„მას ვინ გააცოცხლებს. ვერავინ. არ ჰყავს დედმამიშვილები, მამა. იმას აღარც ვახსენებ. ალბათ ახლა მთავარ საფიქრალად ბავშვი იქცევა. მე არ მაქვს ინფორმაცია ახლობლების შესახებ. თუ საჭიროდ ჩათვლით, ბებიას უთხარით, რომ მე შემიძლია ვიშვილო. მართალია, არ გვაქვს ძვირფასი სახლი, არც მდიდრები ვართ, მაგრამ როგორც ჩემი ოთხი შვილი აქამდე მოიყვანა ღმერთმა, მრწამს მასაც ისე გამაზრდევინებს“, – წერს მამა ლევანი სოციალურ ქსელში.