70 წლის კასპელი პატარძალი, ტრადიციული თეთრი კაბა და ჯვრისწერა ქორწინებიდან ნახევარი საუკუნის შემდეგ

135

გადაცემა „დილა მშვიდობისა საქართველო“ ასაკოვან წყვილს გვაცნობს, რომლებმაც ნანატრი ოცნება აისრულეს და 50 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ ეკლესიაში ჯვარი დაიწერეს.

„მე ჩემი გულის წადილი ავისრულე, ეს იყო ჩემი ოცნება და წარმოუდგენელი ზღაპარი. ჯვარი იმიტომ დავიწერეთ, რომ ახლა აქ ხომ ერთად ვართ, სამოთხეშიც ერთად უნდა ვიყოთ“, – ამბობს პატარძალი