UFC-ის ქართველი ჩემპიონი, ილია თოფურია მერაბ დვალიშვილის ტიტული კიდევ ერთხელ დაცვას ულოცავს.
“ძმაო, შენ იმ ეტაპზე ხარ, როცა შენი გამარჯვებები უკვე ჩვეულებრივ ამბად ითვლება. ვიცით, რამდენად რთულია აქამდე მისვლა. ცოცხალი ლეგენდა ხარ, მებრძოლზე მეტი, საოცარი ადამიანი ხარ.
გვიყვარხარ, მხარს გიჭერთ და შენ გვერდით ვართ”, – წერს ილია თოფურია “ინსტაგრამზე”.
ცნობისთვის, მერაბ დვალიშვილმა ამერიკელი მებრძოლი კორი სენდჰეგენი დაამარცხა და ამ გამარჯვებით მესამედ დაიცვა ჩემპიონის ტიტული