”ლევანიკო სანიკიშკა ისე სწრაფად გამოექცა ოთხი ოქტომბრის რევოლუციის შედეგებს, რომ თითქმის ყველა ნაცს გაასწრო“
დავით კალანდია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
”ლევანიკო სანიკიშკა ისე სწრაფად გამოექცა ოთხი ოქტომბრის რევოლუციის შედეგებს, რომ თითქმის ყველა ნაცს გაასწრო.
ლევანიკო მირბოდა, მშვიდობიანი თანაგუნდელები მას კიჟინით მოსდევდნენ, მაგრამ ლევანიკომ ისეთი სისწრაფე აკრიბა, რომ ყველა ჩამოიტოვა.
ყველა, ერთის გარდა.
ის ერთი ლევანიკოზე გაცილებით წინ მიჰქროდა და ლევანიკო მას ვერ ეწეოდა.
“რა უცნაურად მირბის” ფიქრობდა ლევანიკო და სიჩქარეს უმატებდა, მაგრამ ამაოდ.
მის წინ მორბენალი ისეთი სიმარდით მირბოდა, რომ ქუსლებით ასფალტიდან ნაპერწკლებს ყრიდა.
ლევანიკო მძიმე ქოშინით მისდევდა და ფიქრობდა: “ვინაა ეს ყოჩაღი კაცი?”
ყოჩაღი კაცი მცხეთის სალობიესთან გაჩერდა და სული მოითქვა.
ლევანიკო მიუახლოვდა და ისიც გაჩერდა.
– ვააა, მამი?
– ვააა, შვილო?”
