“რა მაგარია, ორი საუკეთესო მეგობარი ერთად რომ შევიძინე”

96

მოდელი ნია წივწივაძე ორი შვილის დედაა. ნიას ტყუპები ანო და ალექსანდრე ჰყავს. მისი მეუღლე ფეხბურთელი ნიკუშა ჭანტურიაა. წყვილი უკვე 10 წელია ერთად ცხოვრობს.

ნია სოციალურ ქსელებში აქტიურობით გამოირჩევა. ის ხშირად აქვეყნებს ოჯახურ კადრებს. რამდენიმე დღის წინ ნიას შვილები ანო და ალექსანდრე 2 წლის გახდნენ. ნიამ ოჯახური კადრები გამოაქვეყნა და უამრავი მოწონებაც დაიმსახურა.

“ანო და ალექსანდრე 2 წლის. რა მაგარია ორი საუკეთესო მეგობარი ერთად რომ შევიძინე” – წერს ნია.