ნატო მეტონიძის სახელი და გვარი ბევრი ქართველისთვის ასოცირდება განსაკუთრებულ ხმასთან, სინაზესა და ტემბრთან ასოცირდება. ნატო უკვე არაერთი წელია, ქართული სიმღერის უბადლო შემსრულებელია, მისი “ყვითელი ფოთლები” კი – ყველასთვის საყვარელი და დაუვიწყარი.
ნატო მეტონიძე ტელეეკრანებზე ხშირად არ ჩნდება, საზოგადოება არც მისი ინტერვიუებითაა განებივრებული. მუსიკოსმა რამდენიმე წლის წინ პირველად ისაუბრა საჯაროდ მძიმე დიაგნოზის შესახებ – ის ძუძუს კიბოს ებრძოდა და მისი დამარცხებაც შეძლო, ახლა კი ამ გზას მეორედ გადის: „დიახ, ახლა უკვე მეორედ გავდივარ ამ გზას. რა უცნაურია, სულ მგონია, რომ არ ვღელავ ამაზე და აღმოჩნდა, რომ შინაგანად მაინც ვღელავ. კლასიკური ვარიანტი – რომ გგონია, არასოდეს შენ არ დაგემართება. ცნობილი, გამოჩენილი პაციენტი ვარ.
უპასუხისმგებლოდ ვიქცეოდი, ისე, როგორც დღეს იქცევიან სხვა ქალები – არ ვიტარებდი კვლევებს. ექიმისგან გამოვედი იმედიანი და ვიცოდი, რომ ვიცოცხლებდი. ერთადერთი, რაც დღეს ვიცი, ის არის, რომ არაფერი უმიზეზოდ არ ხდება, გაცილებით ძვირფასი ხდება შემდეგ პროფესიაც და დანარჩენიც ცხოვრებაში..” – ამბობს ნატო მეტონიძე.