“გაოგნებული ვარ ზოგჯერ ისეთი თანადგომა შეგვიძლია“

70

თამარ ივერი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

გაოგნებული ვარ ზოგჯერ ისეთი თანადგომა შეგვიძლია!! 🙏🏻❤️აქამდე ეს ბედნიერება მხოლოდ სპორტსმენების ხვედრი იყო.

ეს ორი დღეა კი, ძე ხორციელი არ დარჩენილა, ვინც დავით ხრიკულის თანადგომის და მისდამი უსამართლო გადაწყვეტილებაზე აღშფოთებული სტატუსი არ დადო.
მუსიკოსებმა, არამუსიკოსებმა, პოლიტიკოსებმა, მსახიობებმა, “ფეისბუკზე მოსეირნე” რიგითმა ადამიანებმა, ვინც საერთოდ მისთვის უცნობი “ვიღაც”დავითი აღმოაჩინა და მისი ვირტუოზული ვიდეოების შემდგომ დაინტერესდა პიანისტის ხელოვნებით, სპორტსმენებმა, ექიმებმა, პატარებმა, დიდებმა ა.შ
რაღაც თითქოს, ყველა თავს ვალდებულად თვლიდა, მისი წილი დაგროვილი “ბრაზის ორთქლი გამოეშვა” ჩვენი ვირტუოზი ბიჭის დაჩაგვრის და უსამართლობის მსხვერპლად ქცევის გამო!
დღეს კი, ახალი დღეა და….უკვე დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს მან გაიმარჯვა თუ არა. დიდი შოპენის ამ (ჯიბის) კონკურსმა ის უკვე იმ უიშვიათეს, უბედნიერეს ადამიანად აქცია, ვის ყოველ ტურში გამოსვლის დროსაც, მთელი ქართული საზოგადოება მასთან ერთად სუნთქავდა, ღელავდა, უხაროდა,
ღფრთოვანდებოდა, ნირვანაში ვარდებოდა, ღტკინდებოდა, განიცდიდა!
ეს პატარა ბიჭი, მისი შემოქმედების დასაწყისშივე, ამ კონკურსით სრულიად საქართველომ გაიცნო, შეიყვარა, გულში ჩაიხუტა, გვერდში დაუდგა და შოპენის ეს,…თუნდაც კორუმპირებული კონკურსი ამად ღირდა!!!!
წინ კი….წინ მსოფლიო კარიერაა, სადაც წლების შემდეგ ვარსკვლავის სტატუსის მქონე მუსიკოსს, ეს კონკურსი “ტკბილ-მჟავე სოუსივით” ორმაგი გრძნობით გაახსენდება. გაიხსენებს რომ პატარა ადამიანების მიერ გაყალბებული ფინალური შედეგების სანაცვლოდ,…დიდმა შოპენმა მას ქართველი ხალხის უზარმაზარი სიყვარული და მსოფლიო მუსიკალური სამყაროს დიდი აღიარება მოუტანა❤️❤️❤️

Davit Khrikuli #დავითხრიკული #davidkhrikuli”

გაოგნებული ვარ ზოგჯერ ისეთი თანადგომა შეგვიძლია!! 🙏🏻❤️აქამდე ეს ბედნიერება მხოლოდ სპორტსმენების ხვედრი იყო.
ეს ორი…

Posted by Tamar Iveri on Tuesday, October 21, 2025