მზია წულუკიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
”👉 „მე აქ ვარ, ხალხო… ფარდა ჯერ არ დაშვებულა !“ 🎭❤️
გუშინ ა ხ ლ ო ბ ლ ე ბ ი ს და მ ე დ ი ა ს ა შ უ ა ლ ე ბ ი ს პოსტებიდან გავიგე ,რომ დონარა გვრიტიშვილი გარდაიცვალაო.
მევ დავჯექი და დავწერე სევდიანი პოსტი — არა, პოსტი კი არა, ანდერძივით ტექსტი: ორ კილომეტრი სიგრძის, გულიდან ამოხეთქილი სიტყვა.
ისეთი სიტყვები მომდიოდა, თითქოს სიკვდილსაც ვაჯერებდი, რომ ადამიანი, რომელსაც სიცოცხლე ასე უყვარდა, ასე ჩუმად არ უნდა წასულიყო…
გამოვჭიმე ეს პოსტი ჩემს გვერდზე, ჯგუფშიც გავაზიარე და — რადგან დონარას ფეისზე მონიშვნა ჩაკეტილი აქვს — ჩავაკოპირე ჩემი ნაღვლიანი ტექსტი და პირდაპირ მის გვერდზეც გამოვჭიმე 🤦♀️
და მერე? შუაღამით გამომეღვიძა.
ფეისს ვხსნი და რას ვხედავ — შერმადინს პოსტი გამოუქვეყნებია:
👉 „რავა შემიყვანეთ შეცდომაში, ცოცხალია დონარა!“ 😳
თავიდან ფეხებამდე თითქოს დენმა დამიარა გაკვირვებისგან ,უხერხულობისგან ,ემოციისგან .
ღამის სამი საათია — ვეძებ ნაცნობებს ვინც საიტზეა , ვწერ ერთს:
„გოგო, დონარა ცოცხალია?“
მპასუხობს: „კი მზია, ერთი საათის წინ მომწერა შვილმა — პოსტი წავშალეო.“
ვიჯექი ასე, ხელები თავზე შემოდგმული და ვფიქრობდი:
რა გავაკეთო ახლა — ვიტირო თუ ვიცინო?
პოსტი წავშალე, მაგრამ ჩემი სიტყვები უკვე გაფრენილი იყო, როგორც ემიგრანტის წერილი ზღვაზე…
ვზივარ ახლა გაყურსული, თითქოს სცენის კულისებში ვარ —დონარა იქიდან ხელს მიქნევს, იღიმის და მე ისევ ნახევრად სიცილ-ტირილი მჭირს.
და აი, ამ შემთხვევით —
დონარამ ახალი სცენარი დაწერა: სიცოცხლის სცენარი! 🎭
ისევ მოახერხა ყველას ყურადღება მიეპყრო — არა ტრაგედიით, არამედ იმ საოცარი ნიჭით, რომელიც მხოლოდ მას აქვს — გაიღიმოს მაშინაც კი, როცა სხვები უკვე გლოვას იწყებენ.
და ამიტომ, ჩემო დონარა, დიდხანს იცოცხლე !
იცოცხლე ისე, როგორც შენ შეგეფერება — ხმაურით, იუმორით, სიყვარულით…
”(იმერული ესკიზები .დონაა❤️)”
👉 „მე აქ ვარ, ხალხო… ფარდა ჯერ არ დაშვებულა !“ 🎭❤️
გუშინ ა ხ ლ ო ბ ლ ე ბ ი ს და მ ე დ ი ა ს ა შ უ ა ლ ე ბ ი ს …
Posted by Mzia Tsulukidze on Thursday, October 23, 2025