მსახიობი ლელა მებურიშვილი მეუღლესა და შვილებთან ერთად ბრიტანეთში ცხოვრობს. ლელას მეუღლე დიპლომატი ბაჩო საგანელიძეა.
ლელა ხშირად აქვეყნებს ბრიტანული ცხოვრების კადრებს ოჯახთან ერთად. ამჟამად ლელამ ვიდეო მიმართვა გაავრცელა, სადაც ცუდ კომენტარებზე ისაუბრა, თუ როგორ შეიძლება დაუკარგოს ადამიანს მოტივაცია და თბილი სიტყვებით, როგორ შეგვიძლია დავაბრუნოთ თავდაჯერებულობა.
“დღეს შემხვდა ულამაზესი გოგონას პოსტი, სადაც გულისტკივილით წერდა, როგორი მტკივნეული შეიძლება იყოს ერთი კომენტარიც კი, შეიძლება უწყინარი, მაგრამ მთელი დღე გაგიფუჭოს. გაკრიტიკებს, მარტივად და უხეშად შეიძლება მოგწეროს, როგორი გასუქებული ხარ, დასაკლები ხარ, რას დამსგავსებიხარ ან როგორ შეიცვალე, ერთი შეხედვით პატარa და უწყინარი კომენტარი. დამიჯერეთ, არ არსებობს ადამიანი, რომელსაც გულზე არ მოხვდება ეს.
ვფიქრობ, სოციალური ქსელი იმისთვის უნდა გამოვიყენოთ, რომ რაღაცნაირად გვერდში დავუდგეთ ადამიანებს, დავეხმაროთ, ჩვენი გამოცდილება გავუზიაროთ და პირიქით გავაძლიეროთ, არ გავუფუჭოთ დღე და თავდაჯერებულობა. მაგალითად, იმ პოსტზე, რომელიც მე დავდე თმის ცვენასთან დაკავშირებით, იმდენი დადებითი კომენტარი იყო და იმდენად ბევრმა გამიზიარა თავისი გამოცდილება, გამამხნევა, ჩემზე მართლა ძალიან იმოქმედა. ზოგიერთმა ნეგატიური აზრი გამოხატა და უწერდნენ, რა დროს ეს არის, ადამიანმა დახმარება ითხოვაო. ეს იმდენად გულის ამაჩუყებელი იყო ჩემთვის, ვერ წარმოიდგენთ. ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ იმ ადამიანებს, ვინც არ იშურებთ კეთილ სიტყვებს, გამხნევებას და გვიზიარებთ გამოცდილებას, ესე ვაძლიერებთ ერთმანეთს.
კიდევ ერთხელ მინდა მივმართო ყველას, მოდი, დავფიქრდეთ და ბევრად მეტი პოზიტივი და დადებითი ენერგია გავცეთ, ვიდრე უარყოფითი”, – ამბობს ლელა მებურიშვილი.