რამდენიმე წლის წინ ტელეწამყვანმა გვანცა დარასელიამ საქმიანობას თავი დაანება და ტელევიზია დატოვა. თუმცა მოგვიანებით მან საკუთარი რადიო შექმნა.
ცოტა ხნის წინ გვანცამ ნანკა გვარის პოდკასტში ტელევიზიიდან წამოსვლაზე ისაუბრა.
“ტელევიზიაში აღარ ვარ და ეს ჩემთვის ოჯახის დანგრევის მსგავსი იყო. ზუსტად იგივე გამოვიარე, რასაც ამ დროს გადიან ადამიანები. ეს გადაწყვეტილება კარგად ნაფიქრი იყო, მაგრამ ძალიან გამიჭირდა. დიდი ხნის განმავლობაში ვტიროდი. რაღაც დასრულდა, რაც ვიცოდი, რომ არ დაბრუნდებოდა,” – ამბობს გვანცა.