მსახიობი გია როინიშვილი ჟურნალისტებთან პირად ცხოვრებაზე საუბარს მუდმივად ერიდება. მიუხედავად ამისა მისი პირადი ცხოვრების დეტალები, ისევე როგორც მსახიობის შემოქმედებითი და პოლიტიკური ცხოვრება მუდმივად ინტერესის საგანს წარმოადგენს.
გადაცემაში „პირველი სტუდია“ მსახიობმა იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც პირად ცხოვრებაზე ლაპარაკს თავს არიდებს.
წამყვანის კითხვაზე, თუ რა გადააფასებინა პაუზამ პირად ცხოვრება როინიშვილმა უპასუხა:
„არასოდეს, არცერთ გადაცემაში, ამაზე სხვებისგან განსხვავებით არ მისაუბრია. არც ახლა ვაპირებ ამაზე საუბარს. უბრალოდ ერთი რამ მინდა ვთქვა. მე იმიტომ კი არ ვარიდებ თავს ამაზე ლაპარაკს, რომ სათქმელი არ მაქვს. არა, იმიტომ ვარიდებ, რომ ეს არის ჩემთვის ტაბუდადებული თემა.
ბევრი კრიტიკა მომისმენია ჩემი მისამართით ამ თემაზე, მაგრამ არასოდეს პასუხი არ გამიცია და არც ვაპირებ პასუხის გაცემას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პასუხი არ მაქვს.“