“მე ვიყავი ინიციატორი რომ ნანი მამაჩემს გაშორებოდა”

104

მომღერალმა ეკა მამალაძემ გადაცემაში “პირველი სტუდია” მშობლების ურთიერთობა გაიხსენა და აღიარა, რომ მათი დაშორების ინიციატორი თვითონ იყო.

“მამაჩემი ძალიან საყვარელი, კარგი კაცი იყო, მაგრამ მთელი ბავშვობა იყო მამაჩემისა და დედაჩემის გაშორება-შერიგება. ამიტომ რაღაცნაირად პერიოდული მამა მყავდა – ხან მოდიოდა, ხან მიდიოდა…

რაც შეხება საბოლოო გაშორებას, ამ დროს უკვე დიდი ვიყავი, ლევანიკო 2-3 თვის მყავდა. მე ვიყავი ინიციატორი რომ გაშორებოდა ნანი. იმიტომ, რომ მამაჩემის ქცევა და დამოკიდებულება არ მომწონდა.

ეკა მამალაძე

მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგი ადამიანი იყო უკეთილესი, უწესიერესი, გადაყოლილი თავის ამხანაგებზე, მეგობრები გიჟდებოდნენ “მამალოზე”(ასე ეძახდნენ), ყველა მხრივ იყო გადასარევი პიროვნება, მაგრამ ყოფით რაღაცაში ძალიან მძიმე იყო. დედა ძალიან ბევრს ითმენდა, მაგრამ მე უკვე დიდი ვიყავი, ქმარი მყავდა, უკვე ვიცოდი ეს ურთიერთობები რა არის და როგორი უნდა იყოს და მე ვიყავი ინიციატორი ამ დაშორების. დედაჩემისთვის მე რომ არ მეთქვა, ისევ ისე იქნებოდა,” – თქვა მომღერალმა.