“ადამიანებს უკვირთ, თუ რატომ არის კარლო სხვა ქვეყანაში და მე აქ…”

45

სოფი ლორენის რძალმა მარიამ შარმანაშვილმა გამომწერების აქტუალურ კიტხვებს უპასუხა.

“ძალიან ბევრს ჰგონია, რომ მივდივარ საზღვარგარეთ, ამ ეტაპზე ცხოვრებას ვაგრძელებ საქართველოში, სხვათა შორის  ძალიან მიჭირს აქაურობის დათმობა. ძალიან ნოსტალგიური ადამიანი აღმოვჩნდი და დიდი ხნით სხვა ქვეყანაში ყოფნა ძალიან მიჭირს. მე, კარლო და ჩემი შვილიც საქართველოში ვიცხოვრებთ. მისი პროფესიიდან გამომდინარე, კარლოს ბუნებრივია უფრო ხშირი გასვლები მოუწევს, ვიდრე ჩვენ, მაგრამ ძირითადი ჩვენი საცხოვრებელი მაინც იქნება საქართველო.

ადამიანებს უკვირთ, თუ რატომ არის კარლო სხვა ქვეყანაში და მე აქ. გამომდინარე იქიდან, რომ კარლოს პროფესია ხშირად მოითხოვს სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობას, ჩვენ ხანდახან მოგვიწევს ცალ-ცალკე ყოფნა და ამ აზრს მეც და კარლოც შეგუებული ვართ. ამ ეტაპზე ამ გამოწვევასთან ერთად ცხოვრება კარგად გამოგვდის. ხანდახან წყვილების ცალ-ცალკე ყოფნა პირიქით საინტერესოსაც ხდის ურთიერთობას, რადგან უფრო მეტი მონატრებაა.  ჩემი აზრით, ადამიანებს უკვირთ, თუ რატომ არის კარლო სხვა ქვეყანაში და მე აქ, საკუთარ თავთანაც მარტო დარჩნენ და ჩემი აზრით, ეს დეტალიც ურთიერთობას უფრო ამრავალფეროვნებს,” – პასუხობს მარიამი გულშემატკივრების შეკითხვებს.