“ამ გამარჯვებას ვუძღვნი ჩემს უმაგრეს მეუღლეს”

12

ლეგენდარულმა ქართველმა ძიუდოისტმა ბექა ღვინიაშვილმა MMA-ში კერძოდ კი ორგანიზაცია IFC Global-ში სადებიუტო ბრძოლა ჩაატარა. ბექამ ბულგარელი ვესელინ დიმიტროვი პირველ რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა! “ჩემს გამარჯვებას მივუძღვნი ჩემს ოთხ შვილსა და ჩემს უმაგრეს მეუღლეს. ისინი არიან ჩემი პირველი გვერდში მდგომები”, – ამ სიტყვებით დაასრულა ბექა ღვინიაშვილმა კომენტარი ბრძოლის შემდეგ.

“ძლიერი კაცის უკან ძლიერი ქალი დგას. ერთად ყველაფერს შეძლებთ თქვენს ანგელოზებთან ერთად”, – წერენ კომენტარებში.

“მიყვარხარ… და ჩვენ ყოველთვის გავიმარჯვებთ.” ჩვენი შვილები გაიზრდებიან და იამაყებენ მამით, რომელიც მხოლოდ ჩემპიონი არაა – ის გმირია, რომელიც ბრძოლას ყოველთვის სიყვარულით იწყებს და გამარჯვებას ოჯახს უძღვნის .ჩვენი ოჯახის გამარჯვებები ჯერ კიდევ წინ არის… და ჩვენ, როგორც ერთობა, ყოველთვის გავიმარჯვებთ”, – დაწერა ნინო გველესიანმა. 

ბექას წარმატებული სპორტული კარიერის პარალელურად, ჰყავს დიდი ოჯახი. მისი მეუღლე ნინო გველესიანია. წყვილს ოთხი შვილი ჰყავს. ნინო სოციალურ ქსელებში აქტიურობით გამოირჩევა, მას 37 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს და მათ ხშირად უზიარებს ოჯახურ კადრებს. ნინი ცნობილი ინფლუენსერის, მარიამ გველესიანის დაა.