ქართველი მსახიობი პაატა გულიაშვილი 2026 წელს სიახლით იწყებს. თებერვალში “პაატა გულიაშვილის კომედიის თეატრი” გაიხსნება. თეატრი პაატა გულიაშვილმა იუმორისტ ნიკა არაბიძესთან ერთად დააარსა და პირველი სპექტაკლის პრემიერა 7 თებერვალს გაიმართება.
“პატარა მობილური თეატრი იქმნება, სადაც 40-50 მაყურებელი დაეტევა. 7 თებერვალს გაიმართება სპექტაკლი “იქაური აქაურები”, სადაც ვთამაშობთ მე, ნიკა არაბიძე, ვასკა გრიგალაშვილი და რატი ტვილდიანი” – განაცხადა პაატა გულიაშვილმა.
ბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებულია.
წინა სიახლე
შემდეგი სიახლე