“დღეს ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი დადუმდა… ჩემი სიცილი, ჩემი ძალა“

52

„დღეს ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი დადუმდა… მადლობა ჩემო ბებიკონა კეთილი საქმეებისთვის… შენს სიყვარულს დრო ვერასდროს წაიღებს“, – წერს სოციალურ ქსელში ანრი ჯოხაძის დისშვილი და გარდაცვლილ ბებიას ემოციური პოსტით ემშვიდობება.

„დღეს ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი დადუმდა…წავიდა ადამიანი, რომელმაც გამზარდა, დამიცვა, მასწავლა როგორ უნდა გიყვარდეს უანგაროდ და როგორ აკეთო სიკეთე ჩუმად, გულით.ჩემი ბებიკონა იყო ჩემი სიმშვიდე, ჩემი სიცილი, ჩემი ბავშვობა და ჩემი ძალა.მის ხელებში ყველაფერი უსაფრთხო იყო, მის ხმაში ნუგეში, მის თვალებში უსაზღვრო სიყვარული.შენს გარეშე ცხოვრება სხვანაირია ბე,მადლობა ჩემო ბებიკონა, იმ კეთილი საქმეებისთვის, რომლებიც მხოლოდ შენ შეგეძლო შენებურად გექნა… შენს სიყვარულს დრო ვერასდროს წაიღებს.ნათელში იყოს შენი ლამაზი სული“,- წერს მარიამ ხარაძე.