“25 დეკემბერი უშენოდ დაიწყო… მეგონა რომ მთელი ცხოვრება წინ გვქონდა“ – სალომე ბაკურაძისა და ლაშა ბასლანძის ქორწინების თარიღს მომღერალი ემოციურად ეხმაურება

50

მომღერალი სალომე ბაკურაძე სოციალურ ქსელში მეუღლესთან, ლაშა ბასლანძესთან დაკავშირებით ემოციურ სტატუსებს აქვეყნებს.

როგორც სალომე ბაკურაძის „ინსტაგრამის“ სთორიდან ირკვევა, 25 დეკემბერი მათი ქორწინების თარიღია, დღეს კი მათი ქორწინებიდან 14 წელი გავიდა.

მომღერალი „ინსტაგრამ სთორებში“ წერს:

25 დეკემბერი უშენოდ დაიწყო… მეგონა, რომ მთელი ცხოვრება წინ გვქონდა… დღეს უკვე 14 წელი, და ყველა მომდევნო, მოგონებებით უნდა ვიყო უშენოდ… მე ახლაც მიყვარხარ, ყოველ წამს და ყოველ დღე… უზომოდ მენატრები, ეს დღე უშენოდ არ მინდა“.