ქართველი პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი საზოგადოებას ახალ წელს ულოცავს და ოჯახურ ფოტოებს ავრცელებს.
,,გისურვებ ბედნიერ, ჯანმრთელ, იმედიან, ტკივილისგან თავისუფალ, მშვიდ და ვნებით სავსე ახალ წელს.
მოდით, ყურადღებით და თანაგრძნობით მოვუსმინოთ შორიდან მოსულ იმ ხმებს, ვისაც ჩვენი დახმარება სჭირდება.
მოდით, ერთმანეთის მოსმენა მეტი გაგებითა და სიყვარულით ვისწავლოთ.
ვიპოვოთ შინაგანი თავისუფლება და მისკენ გარე გზაც.
ვიპოვოთ ბედნიერება ჩვენი უნიკალური ცხოვრების როგორც პატარა, ისე დიდ მომენტებში“, – წერს ხატია ბუნიათიშვილი.