იცით, რომ ლადო ბურდულმა ამერიკელი ცოლი შეირთო და საცხოვრებლად შტატებში გადავიდა. მუსიკოსმა ნიუ იორკის სახლში, ივენთებისთვის, პატარა, თუმცა აპარატურით სრულად აღჭურვილი სივრცე მოაწყო – სახელწოდებით “ლადოს კიდობანი”.

ამბობს, რომ 3 იანვარს “ნიუ იორკის კიდობანში” პირველი საღამო მოაწყო. ლადო ბურდულის პირველ ამერიკულ მუსიკალურ პერფომანსს, იქ მცხოვრები მომღერლები – ნუცა შანშიაშვილი და ია მანიჟაშვილი დაესწრნენ.

მუსიკოსი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს და ნაბახუსევზე თავის გულწრფელ შთაბეჭდილებას აზიარებს.
“ბარს ერთი თვე ვაშენებდი და ბოლო მომენტამდე რაღაცებს ვუჭერდი.
ვსვამ… იმიტომ ვსვამ, რომ ხალხთან ურთიერთობის სურვილი მქონდეს. თუ არ დავლიე, სიმღერის კი არა, დანახვის სურვილი არ მაქვს. მერე რომ ვსვამ, ისეთი გულახდილი ვხდები. ეს ისედაც არ მაკლია, ფხიზელზე ასეთი გულახდილი ვარ და წარმოიდგინეთ, ნასვამზე საერთოდ სადღაც ჩავდივარ… ამაშიც ნაღდი ვარ, მეორე დღეს პახმელიაზე არავინ ფოტოებს არ იღებს და არ გაჩვენებთ, როგორ გამოიყურება არტისტი, მუსიკოსი, რომელიც ყველაფერს დადებს ჯიგრულად, რაც შეუძლია. იმიტომაც არ იღებენ, რომ არაფერიც არ დაუდიათ ფონოგრამების და სიაფანდი ტექსტების გარდა.
მადლობა, ვინც მოხვედით და იგულავეთ. მიხარია, რომ კიდევ არსებობს ის ხალხი, ვისაც ნაღდზე მოთხოვნა აქვს. გაგიმარჯოთ” – ამბობს ლადო ვიდეოში.

თავისი ემოციები, ფეისბუქზე, ნუცა შანშიაშვილმაც გაგვიზიარა.
“გუშინ ლადოსთან! უმაგრეს კონცერტზე!
მე და ლადო ბურდული! იმპერატორი!!!
ქართული სულის თავისუფალი სუნთქვა! როკენროლი! უნიჭიერესი! ეპოქა, რომელშიც ურთულესი იყო რაიმე საკუთარი, კომპლექსისმიღმა, ნიჭიერი, თავისუფალი სიტყვა გეთქვა!
და ეს გააკეთა ლადომ!
ესეთი ადამიანები ქმნიან ისტორიას!
მისი ხედვა, სიმღერა, მუსიკა არის როკენროლი!!!! რომელსაც ან გრძნობ ,ან – არა! მაგრამ მასთან ხელის შეხება აუცილებელია, ჩვეულებრივი და არაჩვეულებრივი ადამიანის ცივილიზაციისათვის!
მადლობა! უდიდესი სიამოვნება მივიღე!
შევხვდი ადამიანს, რომელიც ოკეანის ტალღებმა, ჩემი წარსული ბავშვობიდან, ჩამახუტა! დიდ პიროვნებას!
არაჩვეულებრივ მეუღლე დაიანასთან ერთად!” – წერს ნუცა.

