სოფო ბედია სოცქსელში შეფასებებს გამოეხმაურა: “მადლობა, გავიხსენეთ ძველი დრო”

88

მომღერალმა სოფო ბედიამ იმედის საახალწლო ეთერში, გადაცემაში „პრაიმშოუ“, ტელესერიალიდან „გრძნობათა ტყვეობაში“ სიმღერა Prisionera შეასრულა, რასაც საოცარი პერფორმანსი მოჰყვა.

“დიდი მადლობა მეგობრებო♥️ ყველას სათითაოდ მინდა გადაგიხადოთ გულწრფელი მადლობა♥️ მესამე დღეა, მიხარია ასეთი გამოხმაურება, თუ სოციალურ ქსელში თუ პირად ზარებში😊გავიხსენეთ ძველი დრო, ყველა მონაწილეს ჩემგან დიდი პატივისცემა და სიყვარული♥️მადლობა ტვ იმედს, პრაიმშოუს, შემოქმედებით ჯგუფს ასეთი “პერფორმანისისთვის”♥️ გილოცავთ დამდეგ შობას, დაე, ყველას გულში იშვას უფალი იესო ქრისტე♥️ გვიყვარდეს და დავაფასოთ ერთმანეთი♥️🙏“, – წერს სოფო ბედია.