”ნამდვილი ქართული სილამაზე” – ნინი ბადურაშვილის ახალი ფოტოები სოცქსელს იპყრობს

164

ნინი ბადურაშვილის ახალმა ფოტოებმა სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება გამოიწვია. მომღერალი არაერთი კომპლიმენტის ადრესატი გახდა და გამომწერების მხრიდან უამრავი მოწონებაც დაიმსახურა.

კადრებში ნინი შესანიშნავად გამოიყურება – მან გრანდიოზული ნარინჯისფერი კაბა მოირგო, რომელმაც მისი ელეგანტურობა და გამორჩეული სტილი კიდევ უფრო გამოკვეთა.