თეონა კონტრიძემ, ბოლო ორ წელში, წონაში საგრძნობლად დაიკლო. ის ამ თემასაც ხშირად ეხება ვიდეობლოგებში, რომელთაც თავისი გამომწერებისთვის წერს. მომღერლის თქმით, მასთან ფსიქოლოგი და კვების სპეციალისტი მუშაობდნენ, რის შემდეგაც მისი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა.
“მადლობა იმ ადამიანებს, ვინც 25 კილოგრამთან დამშვიდობებაში დამეხმარა“ – თქვა და განმარტა, რომ ბუნებრივ ჰორმონალურ ცვლილებებს, სასურველი შედეგის მიღებაში ხელი არ შეუშლია მისთვის.

პოპ-ჯაზ-ფანკის შემსრულებელმა ერთ-ერთ უკანასკნელ ვიდეობლოგში თქვა, რომ ყველაზე პოპულარული შეკითხვა, მისი მისამართით, სწორედ წონასთან დაკავშირებული კითხვაა, თუმცა მას აღარ სურს მასზე პასუხის გაცემა…
“ყველაზე პოპულარული შეკითხვა უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში ეს არის – თეონა, გაამხილე შენი გახდომის საიდუმლო? ყურადღება მივაქციე იმას, რომ როდესაც ახსნას ვიწყებ, ხალხი მეორე წუთიდან მიბრუნდება და ქრება. მათ ნამდვილი, რეალური ისტორიის მოსმენა არ სურთ. ყველას რაღაც ჯადოსნური აბი უნდა. რაღაც მონათხრობი უნდათ, რასაც ჩემს ისტორიასთან კავშირი არ ექნება. ყველას უნდა ბედნიერი და წარმატებული იყოს, მაგრამ არავის სურს ისეთი ისტორიის მოსმენა, სადაც გაიგებენ, თუ რა დგას ამ წარმატების მიღმა. ამიტომ მე შევეშვი ამ კითხვაზე პასუხის გაცემას. თქვენ არ გაინტერესებთ ჩემი გახდომის ისტორია. თქვენ თქვენი ისტორია გაინტერესებთ, რომელსაც ჩემთან არანაირი კავშირი არ აქვს. იმდენი ვიდეო მაქვს ამ თემაზე ჩაწერილი, რომ მომბეზრდა უკვე ამაზე საუბარი” – ამბობს ვიდეოში კონტრიძე.