ენდოკრინოლოგ ქეთი ასათიანს და ოფთალმოლოგ გიორგი ჩიჩუას სამი შვილი ჰყავთ.
მათი ვაჟის, სანდრო ჩიჩუას რჩეული ინფლუენსერი ანასტასია რუსიაა. ანასტასიას ინსტაგრამისა და ტიკტოკის მომხმარებლები კარგად იცნობენ – მას ტიკტოკზე 50 ათასზე მეტი, ხოლო ინსტაგრამზე – 40 ათასზე მეტი მიმდევარი ჰყავს.
ცოტა ხნის წინ მან რჩეულთან, სანდრო ჩიჩუასთან ერთად გადაღებული კადრები პირველად გაასაჯაროვა – „მადლობელი ვარ“, – წერდა ის.
მოგვიანებით კი წყვილი ერთად მეგობრების გარემოცვაში კიდევ რამდენჯერმე გამოჩნდა. ამ სიახლემ მათი გულშემატკივრები გაახარა – ნასტასიამ და სანდრომ უამრავი კომპლიმენტი და კეთილი სურვილი მიიღეს.

