“ჩემთვის დიდი პატივია ამ ეთერით მივესალმო სრულიად საქართველოს…“ – სალომე ბაკურაძე “დილა მშვიდობისა საქართველოს“ გუნდს შეუერთდა

56

მომღერალი სალომე ბაკურაძე დღეიდან „დილა მშვიდობისა საქართველოს“ გუნდის წევრი გახდა. მომღერალმა პირველი პირდაპირი ეთერი დღეს უკვე ჩაატარა:

„ეს ჩემთვის მართლა, დიდი პატივია… მივესალმები სრულიად საქართველოს, ტყუილად სიტყვებს ბოლო წლებია არ ვისვრი და მართლაც დიდი პატივია, მაქვს საშუალება რომ სრულიად საქართველოს ამ ეთერით მივესალმო და თქვენთან ერთად, ლამაზებო, კოხტებო და კარგებო დავიწყო დილა…“