“ამაზე დიდი პრობლემა და ტკივილი, არ მგონია რაიმე იყოს დღეს ჩვენი ერისთვის”

7

ბესო დანელია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

”როდისღა უნდა შემოვკრათ განგაშის ზარი? რა დღეშია ჩვენი ახალგაზრდობა ? სადამდე მივედით ?! ამდენი კაცი წაქცეულს , დაცემულს , უმწეოს, იმდენი ხნის მანძილზე და ისე გამეტებით ურტყამს , რომ ბიჭი გარდაიცვალა . ვისთვისაც მიცვალებულების გინება , დაცემულის ასე საცემად, სატანჯად და სასიკვდილედ გამეტება , ნორმაა, ვინც ამაზე დუმს და ასეთ გარემოში ცხოვრება მისაღებია ,მისი მამობაც შევარცხვინე , დედობაც, ბიძობაც , პედაგოგობაც , უბნელობაც და მეგობრობაც . თან ყველამ ზუსტად ვიცით, რომ მხოლოდ ამ რამოდენიმე ახალგაზრდაში არ არის საქმე და სულ რომ სამუდამო მიესაჯოთ, ამით არ მოგვარდება ეს პრობლემა . მასიური ხასიათი მიიღო არაკაცობამ საქართველოში და პირველ რიგში მათთვის მაგალითის მიმცემია ამოსაძირკვი . ეს უღმერთობა , არაკაცობა , უწესობა , არაფერში არ წერია და არაფრით აიხსნება . ყველამ ძალიან კარგად ვიცით სათავე და ძირი ამ აღვირახსნილობის და სანამ არ ამოვძირკვავთ ფესვიანად სწორედ ასეთი დღის წესრიგით გაგრძელდება ცხოვრება . წაქცეულს დასისხლიანებულს კი არა ქალთან ერთად , რომ იყო კაცი სულ რო მოსისხლე ყოფილიყო ისე გავუვლიდით ხმას არავინ გასცემდა , თუ გასცემდა თავად მოუწევდა პასუხის გაცემა უფროსებთან , უბანთან სამეგობროსთან , ქალაქთან . ასეთ წესზე ცხოვრობდა თბილისი . ყველა ღმერთმა დაიფაროს , უბრალოდ ერთი წუთით წარმოიდგინეთ საკუთარი შვილი იმ უბედური ბიჭის ადგილას და თუ არ გაგიჩნდებათ სურვილი მისი გატყავების ვინც ჩვენი შვილების თაობა ასე მოწამლა, სიყვარული , ქართული და თბილისური შინაარსი და ჯიგარი გამოაცალა, ვინც დედა-ეკლესის განდევნა საშუალო სკოლებიდან , ვინც ხელფასები დაუნიშნა მათ მოლოტოვების და ქვების სროლაში, პოლიციელების დაჭრაში და განახვავებული აზრის ადამიანების ჩაქოლვაში , ვინც არასრულწლოვანებს ბუჩქებისკენ უთითებდა მაღალი ტრიბუნიდან . ვინც მოძმე , ნათესავი, სკოლელი , თანაქალაქელი და ზოგადად ადამიანი შეაძულა ჩვენი შვილების თაობას, აი იქიდან უნდა დავიწყოთ სწორედ . ამაზე დიდი პრობლემა და ტკივილი, არ მგონია რაიმე იყოს დღეს ჩვენი ერისთვის . ბოდიშს ვიხდი ემოციებისთვის , მაგრამ ამის ასე ყურება და ჩუმად ყოფნა უკვე წარმოუდგენელია .”