ზურა შევარდნაძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.
”გარდენია აცხადებს სოციალურ პროგრამას, შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანებისთვის.
ჩვენ უკვე ავიყვანეთ სოციალური მუშაკი, ვისი მეთვალყურეობის ქვეშაც შეძლებენ ადამიანები ბაღში ნახევარი სამუშაო დღე საქმიანობას, მცენარეების მოვლას, მორწყვას, მცენარეების დალაგებას თაროებზე, დარგვას, თესვას. კვირაში 5 დღე, დღეში 4 საათი, 9 დან 13 საათამდე.
ცოტაოდენი გამოცდილება გვაქვს მსგავსი მიმართულებით და ვიმედოვნებთ, რომ ეს ინიციატივა სასარგებლო იქნება სპეციალური საჭიროების მქონე ადამიანებისთვისაც და ჩვენთვისაც, როცა ბევრი საქმე გვაქვს და ყველა ხელი საჭიროა ჩვენთვის.
რათქმაუნდა შერჩეულ კანდიდატებს დავასაქმებთ ანაზღაურებით. სამუშაოს ვიწყებთ 24 თებერვლიდან.
ვინც ფიქრობთ რომ ამ პროგრამაში ჩასართავად შესაბამისი ფიზიკური მონაცემები ხელს გიწყობთ მობრძანდით გასაუბრებაზე 21 თებერვალს 10 საათზე გარდენიაში.
სულ ხუთი ადგილი გვაქვს. ასაკი არაა შეზღუდული.
სამწუხაროდ ბაღი და სათბურები არაა ადაპტირებული, ამიტომ სასურველია მსურველი თავად გაადგილდებოდეს.
შეკითხვებით მოგვწერეთ, დაგვირეკეთ 2246703. #GardeniaShevardnadze”
