“საშუალება მომეცით ცხადად ვთქვა: კანონი უნდა აღსრულდეს” – მეფე ჩარლზ III პრინც ენდრიუს დაკავებას ეხმაურება
კანონი უნდა აღსრულდეს. ამის შესახებ განცხადებას გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზ მესამე მისი ძმის, ენდრიუ მაუნტბატენ-უინძორის დაკავებასთან დაკავშირებით ავრცელებს.
“უდიდესი შეშფოთებით გავიგე ენდრიუ მაუნტბატენ-უინძორსა და საჯარო თანამდებობაზე ყოფნისას დანაშაულის ეჭვის შესახებ ამბები. ახლა სრული, სამართლიანი და სათანადო სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს, რომელმაც ეს შესაბამისი ფორმითა და შესაბამისი ორგანოებით უნდა გამოიძიოს. ამაში, როგორც აქამდე ვთქვი, ჩვენი სრული მხარდაჭერა და თანამშრომლობა ექნებათ.
საშუალება მომეცით ცხადად ვთქვა: კანონი უნდა აღსრულდეს.
ვინაიდან ეს პროცესი გრძელდება, არასწორი იქნება, რომ ამ საკითხზე დამატებითი კომენტარები გავაკეთო. ამავდროულად, ჩემი ოჯახი და მე გავაგრძელებთ ჩვენი მოვალეობების შესრულებას და თქვენთვის მსახურს,” – ნათქვამია მეფის განცხადებაში.
BBC News-ის ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის მეფის, ჩარლზ მესამის ძმა, ენდრიუ მაუნტბატენ-უინძორი საჯარო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით დააკავეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ენდრიუმ, დიდი ბრიტანეთის სავაჭრო ურთიერთობების ელჩად ყოფნის პერიოდში, ჯეფრი ეპშტეინს კონფიდენციალური ინფორმაცია გადასცა.
“ის ეჭვმიტანილია საჯარო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში. ამასთან, მიმდინარეობს ჩხრეკა ბერკშირისა და ნორფოლკის მისამართებზე. ამ დროისთვის პოლიციის განყოფილებაში რჩება. ეროვნული რეკომენდაციების შესაბამისად, დაკავებული მამაკაცის ვინაობას არ გავასაჯაროებთ” – ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.