სასიხარულო ამბავი! – პატარა კირა, რომელიც 700 გრამი დაიბადა 2 თვის შემდეგ სახლში გაწერეს

38

„ბაუ საერთაშორისო ჰოსპიტალი“, პატარა გოგონას, კირა მოქიას ამბავს ავრცელებს, რომელიც დაბადებისას 700 გრამს იწონიდა.

კირა ორსულობის 28-ე კვირაზე დაიბადა და 2 თვე ნეონატოლოგიურ განყოფილებაში გაატარა. ჰოსპიტლის ცნობით, კირა უკვე 3 კილოს იწონის და სახლშიც გაწერეს.

„იყო უიმედო დღეები, მაგრამ ჩვენ არ დავნებდით, ვიბრძოლეთ და გავიმარჯვეთ, პატარა კირამ და ჩენმა მედიკოსებმა კიდევ ერთი დიდი გამარჯვების ისტორია დაწერეს!“ – წერს ბაუ საერთაშორისო ჰოსპიტალი სოციალურ ქსელში.