“თუ მისი გაბრაზება გინდათ, ჯორჯი ან ჯიორჯი უნდა დაუძახოთ მაშინვე გიპასუხებთ: არავითარი ჯორჯი, მე გიორგი მქვიაო!”
“მე და ჩემი უფროსი შვილი, გიორგი ![❤️]()
თუ მისი გაბრაზება გინდათ, ჯორჯი ან ჯიორჯი უნდა დაუძახოთ
მაშინვე გიპასუხებთ: არავითარი ჯორჯი, მე გიორგი მქვიაო! – ამის შესახებ ქართველი ბიზნესვუმენი, თიკა სვანიძე-ვენკო სოციალურ ქსელში წერს.
“მე და ჩემი უფროსი შვილი, გიორგი ![❤️]()
თუ მისი გაბრაზება გინდათ, ჯორჯი ან ჯიორჯი უნდა დაუძახოთ
მაშინვე გიპასუხებთ: არავითარი ჯორჯი, მე გიორგი მქვიაო! ![❤️]()
![🇬🇪]()
სულ რაღაც 12 წლისა იყო, როცა ჩემთან მოვიდა და მითხრა: სერიოზულ საქმეზე მინდა დაგელაპარაკოო.
გამიკვირდა, ნეტა ასეთი რა საქმე აქვს-მეთქი.
– დედა, ძალიან მინდა, რომ საქართველოს დავეხმარო და რა შეიძლება ამისთვის გავაკეთოო.
მისი სიტყვების გაგონებისას გულში სითბო ჩამეღვარა. მივხვდი, რომ ეს სურვილი ჩემგან გადაედო… ამ დროს პლანეტაზე ყველაზე ბედნიერი დედა ვიყავი.
თუ სიკეთის კეთება გინდა, ცხოვრება თავად მიგიყვანს მათ კარზე, ვისაც შენი დახმარება სჭირდება. ჩვენ კი ძალიან მალე სრულიად შემთხვევით ბროწლიანის მოხუცთა და შშმ პირთა თავშესაფარში მიგვიყვანა ბედმა, სადაც ადამიანები ძალიან მძიმე პირობებში ცხოვრობდნენ, არ ჰქონდათ წყალი და შენობის სახურავი ისეთი დაზიანებული იყო, წვიმა თქრიალით ასხამდა სახლში… და აქედან დაიწყო ყველაფერი!.. 12 წლის გიორგიზე იმდენად იმოქმედა ნანახმა, ნიდერლანდებში დაბრუნებისთანავე მეგობრებს გამოუცხადა: ჩემს დედასამშობლოს დახმარება სჭირდებაო! საქველმოქმედო ფონდი დაარსეს, მახსოვს როგორ აგროვებდნენ საკუთარ სათამაშოებს და ყიდდნენ აუქციონზე… ვის აღარ უკავშირდებოდნენ და სთხოვდნენ დახმარებას… და გამოუვიდათ კიდეც – საბოლოო ჯამში, 40 ათას ევროს მოუყარეს თავი ბავშვებმა! ეს თანხა სრულიად საკმარისი აღმოჩნდა პირველ ეტაპზე – გიორგიმ თავშესაფრისთვის წყლის ჭაბურღილი გააკეთა, შეუცვალა სახურავი, დაუმონტაჟა მზის ენერგიაზე მომუშავე გათბობის სისტემა და შეუძინა საჭირო ტექნიკა და ნივთები![❤️]()
სულ მალე გიორგი დააჯილდოვეს როგორც ყველაზე ახალგაზრდა ქველმოქმედი![❤️]()
![🇬🇪]()
– დედიკო, არ არის კიდევ ვინმე, ჩვენც რომ დავეხმაროთ? მკითხეს ტიტინა ხმით უფროსი ძმის საქმეებით შეგულიანებულმა ლევანმა და თემურიმ![😃]()
და დღემდე ეს სიტყვები მიმაჩნია ჩემი, როგორც ქართველი დედის მთავარ მიღწევად და გამარჯვებად![❤️]()
![🇬🇪]()
![🇬🇪]()
![🇬🇪]()
სიკეთის კეთების ძალა, ხალისი და შესაძლებლობა არ მოგვიშალოს ღმერთმა!![🇬🇪]()
“, – წერს თიკა სვანიძე-ვენკო.