“დოჰას გაუხსნა ცეცხლი ირანმა და ამათი სასტუმროს შორი ახლოს ცვიოდა რაკეტები… ამ ყველაფრის გადატანა არ გინდა”
ირაკლი კამკამიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
”როგორც იცით ჩემი მშობლები 2 კვირით წავიდნენ ბალიზე და როცა უკან ბრუნდებოდნენ ისეთი რამ მოხდა ვერავინ წარმოიდგენდა… დოჰა-თბილისის თვითმფრინავი ირანის ცაზე იმყოფებოდა, როცა ამერიკამ ირანს ომი გამოუცხადა და რაკეტებით ცეცხლი გაუხსნა… თვითმფრიმავი შუა გზიდან უკან მოაბრუნეს და ისევ დოჰაში დააჯინეს. ეს ერთი შიში ხო გავიარე და მერე უარესი… დოჰას გაუხსნა ცეცხლი ირანმა და ამათი სასტუმროს შორი ახლოს ცვიოდა რაკეტები… ამ ყველაფრის გადატანა არ გინდა ? რომ შენი მშობლები ასეთ დღეში იმყოფებიან და შენ არაფრის გაკეთება შეგიძლია, გარდა იმისა რომ მამის ჩაბარებულ საქმეს მიხედო, ბიზნესი მართო და ღიმილიანი ვიდეოები სოციალურ ქსელში ანთავსო… არავისთვის მითქვამს ეს ამბავი… ამას ჩემს თავსაც კი არ ვუყვებოდი, თორემ როგორც კი ვიაზრებდი რა ხდებოდა შოკში ვვარდებოდი და არაფრის თავი მქონდა. პირველი სამი დღე სრულიად უფუნქციო ვიყავი… არ ვიცი… ერთადერთი მადლობელი ვარ ღმერთის რომ ყველაფერი კარგად დასრულდა და არ შემიძლია არ ავღნიშნო ამაში ჩვენი ქვეყნის, ხელისუფლებისა და საელჩოს როლი. ნამდვილად არ ველოდი, რომ ასე ოპერატიულად იმოქმედებდნენ და ჩემს მშობლებს ოჯახში დააბრუნებდნენ. მართალია გზა ჯამში ლამის 35 საათი გაუგრძელდათ, მაგრამ ამას ვინ ჩივის. მთავარია ახლა სახლში თბილად არიან. ❤️🙏 მადლობა ყველას, ვისაც მათ დაბრუნებაში წვლილი მიგიძღვით ❤️🙏”
