“არასოდეს დამავიწყდება ის დღე, როცა პირველად შემოვაბიჯე „იმედის“ კედლებში და ერთ-ერთი გადაცემის სტუმრებს შორის ვიჯექი”

56

ჟურნალისტი ცოტნე გეგეჭკორი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს.

”ჩემი და იმედის ისტორია ჯერ კიდევ სკოლის ასაკიდან იწყება. არასოდეს დამავიწყდება ის დღე, როცა პირველად შემოვაბიჯე „იმედის“ კედლებში და ერთ-ერთი გადაცემის სტუმრებს შორის ვიჯექი. ახლაც მახსოვს მაშინდელი გულისცემა.

შემდეგ იყო 7 ნოემბერი… მეთორმეტე კლასში ვიყავი, როცა ამ უმძიმესმა მოვლენებმა და უსამართლობამ სრულიად შემძრა. მაშინ, გამწარებულმა, საკუთარ თავს პირობა მივეცი: მე აუცილებლად გავხდებოდი ამ არხის ჟურნალისტი!

დღეს ეს პირობა შესრულებულია. მე ვარ იქ, სადაც ყოველთვის მინდოდა ვყოფილიყავი. ვულოცავ „იმედს“ დაბადების დღეს! ვულოცავ ჩემს კოლეგებს და ყველა ნამდვილ ჟურნალისტს. მადლობას ვუხდი მის შემქმნელს ! სიმართლეს ვერაფერი მოერევა!

„იმედი“ ჩემი სახლია, ჩემი გულის ნაწილია, ჩემი ცხოვრებაა. ამიტომ ვერ ვპატიობ ვერავის მის ცუდად მოხსენიებას! 💙

#იმედი #სახლი”