“ ერთადერთხელ ვნახე ახლოს და მახსოვს, რომ გამოჩნდა, სრულიად აუხსნელად დავიწყე ტირილი”

6

ჟურნალისტი ლელა ზურებიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

”საპატრიარქოში რამდენჯერმე ვარ ნამყოფი, მაგრამ ერთადერთხელ ვნახე ახლოს და მახსოვს, რომ გამოჩნდა, სრულიად აუხსნელად დავიწყე ტირილი, ცრემლები მდიოდა, ვერ ვიგებდი, ვერ ვხსნიდი, რატომ და თავს ძალიან უსუსურად ვგრძნობდი… ეს რაღაც უხილავი ძალა, რაც მას თან დაჰყვება, ყველასთვის ამოუხსნელია და რაც არ უნდა ეთამხმებოდე ან არ ეთანხმებოდე ბევრ რამეს, ის საუკუნის ფიგურაა, რომელმაც უამრავ ქარტეხილს გაუძლო, უამრავ ადამიანს დაუბრუნა რწმენა და ბევრს – სიცოცხლის ძალა და სურვილიც, უამრავი მტერი და მოყვარე ახვევია მუდამ გარს, და მილიონობით ადამიანის იმედია…”