ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე სოციალურ ქსელში წერს:
„გუშინ 135-ლარიანი პასკა ვჭამე მეგობართან ოჯახში. ფისტის პასკა იყო, თან ფასდაკლებაში იყიდა ერთ-ერთ ქსელურ მარკეტში. რომ გითხრათ ახლა, სასწაული იყო-მეთქი, მოგატყუებთ, ჩვეულებრივად კარგი სასიამოვნო პასკა იყო. არავის არ გაუპროტესტებია ეს ფასი.
რა ვიცი, შარშან, ზღვის დონიდან 2000 მეტრზე, -12 გრადუსზე ატანილი ინგრედიენტებით ხაჭაპურის გამოცხობა და გაყიდვა 45 ლარი რომ ღირდა და ის ხალხი დავიცავი, იმნაირი ამბავი დამმართეთ, ამ დრომდე ვერ ვეკარები ხაჭაპურს შიშით“.