ჩემპიონთა ლიგაზე ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-მ გიორგი მამარედაშვილის ლივერპული განმეორებით შეხვედრაშიც დაამარცხა და ტურნირის ნახევარფინალში ითამაშებს.
კვარაცხელიამ მოედანზე შეუცვლელად ითამაშა და ორივე გოლში მიიღო მონაწილეობა.
ხვიჩას საგოლე გადაცემის შემდეგ უსმან დემბელემ პარიზელთა პირველი გოლი გაიტანა, ხოლო მერეო გოლისას კვარამ პრე-ასისტი გააკეთა და მნიშვნელოვანი მონაწილეობა მიიღო მეორე გოლშიც.
ფრანგულ სპორტულ მედიაში დაიწერა, რომ სულ ახლახანს პსჟ-ს პრეზიდენტმა ნასერ ელ-ხელაიფიმ გუნდში ახალი საბონუსე სისტება აამოქმედა.
ფეხბურთელი, რომელიც პრეასისტს გააკეთებს და გოლის გატანაში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს, გუნდის მესვეურებისგან სოლიდურ ფულად პრიზს მიიღებს.
ჯერ-ჯერობით არ დაწერილა თუ რა თანხაზეა საუბარი. მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ ამით ხელაიფი როგორც ფეხბურთელებს, ასევე ლუის ენრიკეს ტაქტიკას სცემს პატივს და გოლის მონაწილეობაში ვინც პრეასისტს შეასრულებს, სოლიდურ ბონუსს აჩუქებს.
ასე რომ, კვარაცხელია ლივერპულთან მატჩში საგოლე გადაცემის გარდა პრეასისტითაც გამოირჩა და ნასერ ელ-ხელაიფისგან საჩუქარსაც მიიღებს.