“პანიკური შეტევის ახალ ტალღას ცოტა ხნის წინ შევეჯახე” – რა შეემთხვა ნატალია ქუთათელაძეს

45

Easy Plate-ის ახალი ეპიზოდის სტუმარია მომღერალი, ნატალია ქუთათელაძე.

მომღერალი ამბობს, რომ ბოლო პერიოდში პანიკური შეტევის ახალ ტალღასთან მოუხდა გამკლავება.

„თითქმის ადამიანი არ ვიცი მე ჩემს გარშემო, ვისაც რაღაც მენტალური ხარვეზი, ჩასწორება არ სჭირდებოდეს – განსაკუთრებით ახალგაზრდებს და ჩემს თაობას. რამდენადაც ძალიან რთულია და ხანდახან შემაშინებელი, რასაც პანიკურ შეტევას ვეძახით, მეც პანიკური შეტევის ახალ ტალღას ცოტა ხნის წინ შევეჯახე, დავიწყე თერაპია, საკუთარ თავზე მუშაობა. კვების ნაწილი აქ იმხელა ადგილს იკავებს, რაც არ მეგონა…

საერთოდ ბევრი რაღაც, რაც არ გვეგონა, არ ვიცოდი – ეს ყველაფერი არის არ ცოდნისგან, იგივე ბავშვთან დამოკიდებულებაში, კვებასთან დამოკიდებულებაში… შენს თავს მართლა სჯი ხანდახან, თითქოს არ იმსახურებ კარგად ყოფნას...“ – ამბობს მომღერალი.