“ძალიან მტკივნეული იყო ეს ყველაფერი – ხელს რომ გთხოვენ, კარგი მოგონებები რომ გაქვს…” – თამო ვაშალომიძე განქორწინების შესახებ
“დღეს გადავწყვიტე, რომ ჩემს დაბადების დღეზე, 12 ივლისს, უნდა ვიყო იბიცაზე, იგივე სასტუმროში, სადაც აქამდე ვრჩებოდი ხოლმე. ყველაფერი იმავენაირად უნდა გავაკეთო, რასაც ჩემს ყოფილ ქმართან ერთად ვაკეთებდი. ძალიან მტკივნეული იყო ეს ყველაფერი – ხელს რომ გთხოვენ, კარგი მოგონებები რომ გაქვს… ახლა ფოტოებს რომ ვათვალიერებ, გული მტკივა.
მე სირთულეებს ყოველთვის პირდაპირ ვეჯახები, არ მიყვარს თავის არიდება. ახლაც ჩემს ტკივილს თვალებში ჩავხედე და ვაპირებ, რომ ყველაფერი, რაც მანამდე ჩემს ქმართან ერთად გავიარე, ახლა მარტომ გავიარო.
ბედნიერი ვარ ჩემი ცხოვრებით, მყავს ორი უსაყვარლესი შვილი, კარგი მეგობრები, მაქვს ჩემი საქმე, ბევრს ვმუშაობ. მადლიერების გარდა, სხვა არაფერი შემიძლია გადმოგცეთ”, – ამბობს თამო ვაშალომიძე ვიდეოში, რომელიც გამომწერებს გაუზიარა. ფოტომოდელს და ინფლუენსერს სოციალურ ქსელში 200 ათასზე მეტი მიმდევარი ჰყავს.