ლევან წვერავასა და ნინი კენჭიაშვილის ოჯახური დუეტი „ლეონი“ სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს, მათი გამოჩენა ყოველთვის დადებით ემოციებს იწვევს საზოგადოებაში. წყვილი მეორე შვილის მოლოდინშია.
„შვილის სიყვარული ღმერთის ყველაზე დიდი საჩუქარია…“, – წერს ნინი კენჭიაშვილი.
„დუეტი ლეონი“ მუსიკალური პროექტია, სადაც საავტორო სიმღერებს ლევან წოწონავა და მისი მეუღლე ნინი კენჭიაშვილი ასრულებენ. ისინი უკვე 13 წელია საზოგადოებას ქალაქური სიმღერებით ანებივრებენ.