“დემნამ Balenciaga-ს “შავ სიაში” შემიყვანა, რადგან ვარ რუსი და მხარს ვუჭერ რუსეთის პრეზიდენტს, ეს სულელური გადაწყვეტილებაა”
მომღერალი ფილიპ კირკოროვი ამბობს, რომ რადგან რუსეთიდან არის და მხარს უჭერს პუტინის პოლიტიკას “ბალენსიაგამ” ე.წ. შავ სიაში შეიყვანა, თუმცა “ის არ აპირებს, უარი თქვას ამ ბრენდის ნივთების შეძენაზე.
“მე არ ვუღალატებ ჩემს პრეზიდენტს…
“რატომ უნდა მოვიკლო ეს სიამოვნება? (ბალენსიაგას სამოსის ყიდვა) პირიქით, ეს უფრო მეტად მოტივირებულს მხდის. აჰა, მიკრძალავენ ყიდვას?! მაშინ აუცილებლად ვიპოვი შემოვლით გზებს!“ – ამბობს კირკოროვი.
კირკოროვის თქმით, ის იცნობს დემნას ძმას, გურამს, თუმცა დემნას – არა
“ვიცნობ გურამს, დემნას არ ვიცნობ, მაგრამ ვარ ბალენსიაგას ფანი. მსოფლიოში ცნობილ დიზაინერებთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს და ყველას შოუს ვესწრები, დემნამ Balenciaga-ს “შავ სიაში” შემიყვანა, რადგან ვარ რუსი და მხარს ვუჭერ რუსეთის პრეზიდენტს. ამ ბრენდში მთელ მსოფლიოში არაფრის ყიდვა არ შემიძლია. პერსონალურად მე ჩემი ბარათით ან ქეშით არაფრის შეძენა არ შემიძლია. ეს სულელური გადაწყვეტილებაა…” – ამბობს კირკოროვი.
ცნობისთვის, Balenciaga-მ კირკოროვი “შავ სიაში” 2023 წელს შეიყვანა, მაშინ როცა ბრენდის შემოქმედებითი დირექტორი ქართველი დიზაინერი, დემნა გვასალია იყო. ამ გადაწყვეტილების შედეგად აიკრძალა კირკოროვისთვის Balenciaga-ს პროდუქტების მიყიდვა.
დემნა გვასალია ამჟამად Gucci-ს შემოქმედებითი დირექტორია.