“მეღირსა! დღეს ბებია გავხდი” – ლაურა რეხვიაშვილი “ზმნასთან” პირველ კომენტარს აკეთებს

4

ლაურა რეხვიაშვილს შვილიშვილი შეეძინა. ამ სასიხარულო სიახლეს მსახიობი ფეისბუქზე წერს.

მსახიობი ემოციებს “ზმნასთან” გაკეთებულ პირველ კომენტარში გვიზიარებს.

ლაურა რეხვიაშვილი: ჩვენთან ერთად მოლოდინში მყოფ ხალხს, ჩემი შვილის მეგობრებს ვთხოვე, როცა გავიგებ რომ დაიბადა, ვინმემ ჩემი სახე დააფიქსირეთ. მაინტერესებს, როგორი მექნება შეფასება-მეთქი. არ ვიცოდი, რა ერქვა ჩემს მდგომარეობას. იქნებ იმ ფოტოთი მივხვდე, ჩემთვის რა არის ეს. ფოტო ჯერ არ უჩვენებიათ. მაგრამ ნელ-ნელა ტვინი ლაგდება და მიიღო გადაწყვეტილება, რომ მე ლაურა აღარ ვარ. არც ლაო ვარ. მე დღეიდან ბები ვარ! ბები, ბებო, ბება… ვიცი, ბების დამიძახებს.

დღეს თომასთან ერთად ბებიდ დავიბადე.

ლაურა რეხვიაშვილს და დავით ნაცვლიშვილს ერთადერთი ვაჟი ჰყავთ, მათე ნაცვლიშვილი. თომა კი, 75 წლის მსახიობის პირველი შვილიშვილია.