“აეროპორტში დაგხვდი მუხბე და ვაი მაგ დახვედრას… ნეტა თუ ხედავდი რამდენი გულანთებული სვანი დაგხვდა?!“

53

ემიგრაციაში გარდაცვლილ ახალგაზრდას სოციალურ ქსელში ემოციური პოსტებით ემშვიდობებიან.

„დღეს დილის 4 საათზე აეროპორტში დაგხვდი მუხბე და ვაი მაგ დახვედრას…  
რამდენი კითხვა მაქვს ჩემს თავთან?!
ეს რატომ დაუშვა უფალმა?! 
ნეტა თუ დაგვინახე ამდენი ხალხი?
ნეტა თუ ხედავდი, რამდენი გულანთებული სვანი დაგხვდა?!
შენს სულს ვენაცვალე ლევანო!
შენ სახელს ვენაცვალე ძმაო!
სულ ვამაყობდი შენით და სიცოცხლის ბოლომდე ვიამაყებ, მართალი და სპეტაკი კაცი იქნები მუდამ ჩემს გულში! 
კვირას #ჯაბსონა დაგხვდება, როგორც საჭიროა და ჩაეხუტებით ერთმანეთს.
ეხ… აბა შენ იცი, კარგი ფეხი დაგეტოვებინოს… შეხვედრამდე მუხბე“, – წერს მანუჩარ ჩაჩანიძე სოციალურ ქსელში.