მომღერალმა ნათია ბუღრიძემ მსმენელს ახალი სიმღერა „მონატრება“ და ამავე სახელწოდების ვიდეოკლიპი წარუდგინა

45

ქართველმა მომღერალმა ნათია ბუღრიძემ (NATÍYA) მსმენელს ახალი ემოციური სინგლი „მონატრება“ და ამავე სახელწოდების ვიდეოკლიპი წარუდგინა.

„მონატრება“ არის სიმღერა იმ განცდაზე, როცა ადამიანი ფიზიკურად შენს გვერდით აღარ არის, მაგრამ მაინც აგრძელებს არსებობას მოგონებებში, ფიქრებში და იმ სივრცეში, სადაც ოდესღაც სიყვარული ცხოვრობდა. „ამ სიმღერით მინდოდა გადმომეცა ბევრისთვის ნაცნობი შეგრძნება, როცა ადამიანი შენს გვერდით აღარ არის, მაგრამ მაინც გრძნობ მის არსებობას ყველაფერში,“ – ამბობს ნათია.

სიმღერის მუსიკისა და ტექსტის ავტორია მაიკო კაჭკაჭიშვილი. ვიდეოკლიპი სიმღერის ემოციურ განწყობას აგრძელებს, სადაც რეალობა და მოგონებები ერთმანეთში იკვეთება, ხოლო მთავარი როლი თავად ნათიამ შეასრულა. სინგლის პრემიერამდე მომღერალმა უკვე მიიქცია ყურადღება ქართულ სცენაზე პოპულარულ მუსიკალურ შოუებში მონაწილეობით, ხოლო „მონატრებით“ მსმენელს თავისი შემოქმედების უფრო პირად მხარეს აცნობს. სინგლი „მონატრება“ უკვე ხელმისაწვდომია ყველა ციფრულ პლატფორმაზე.