“ჩემი, ჩემი, ჩემი, ჩემი სამი ერთში” – მსახიობი სანდრო მიკუჩაძე შვილებთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს
“ჩემი, ჩემი, ჩემი, ჩემი სამი ერთში That’s all”, – წერს სოციალურ ქსელში მსახიობი სანდრო მიკუჩაძე-ღაღანიძე და შვილებთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს. სანდროს პირველი მეუღლე ლიზი სტურუა იყო. მათ ქორწინებაში ერთი ქალიშვილი, ელენე შეეძინათ. მოგვიანებით სანდრომ ტელეწამყვან თამუნა მუსერიძეზე იქორწინა, მათ ორი საერთო შვილი, მარიანა და ანიკა ჰყავთ.
სანდრო მიკუჩაძე-ღაღანიძე და თამუნა მუსერიძე მედიის ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ განქორწინების მიზეზით მოექცნენ – თამუნა მუსერიძემ ვრცლად ისაუბრა პირად ურთიერთობაზე და საკუთარ გვერდზე რამდენიმე ვიდეო გააზიარა.