„საოცარია, როგორ შეიძლება ერთმა გარემოებამ ასე გაგახსენოს შენი თავი“ – 10-წლიანი პაუზის შემდეგ სალი წვერავა პოდიუმზე დაბრუნდა

54

ცნობილი ინფლუენსერი, 29 წლის სალი წვერავა 10-წლიანი პაუზის შემდეგ პოდიუმზე დაბრუნდა. 

ამის შესახებ ინფორმაცია გამომწერებს სოციალურ ქსელში გაუზიარა და საკუთარ ემოციებზე საჯაროდ ისაუბრა:

„10 წლიანი პაუზის შემდეგ პოდიუმზე დაბრუნება…  ემოციებით სავსე დაბრუნება იმ სივრცეში, სადაც ყოველთვის
ყველაზე ბედნიერად, თავდაჯერებულად და ლამაზად ვგრძნობდი თავს. საოცარია, როგორ შეიძლება ერთმა გარემოებამ ასე გაგახსენოს შენი თავი და თავიდან შეგაყვაროს ის, რაც ოდესღაც ძალიან გიყვარდა… სიმართლე რომ გითხრათ, ასეთ თბილ გამოხმაურებას ნამდვილად არ ველოდი…  თითოეული კომპლიმენტი, თითოეული თბილი სიტყვა და მხარდაჭერა ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის.  მადლობა უდიდესი ყველას და მიყვარხართ ძალიან“, –  წერს სალი წვერავა.