20 წლის ასმათ ბერიძის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ სასიხარულო ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. ახალგაზრდა დედას, რომელსაც მშობიარობის შემდეგ მძიმე ინფექცია – ბაქტერიული მენინგიტი განუვითარდა, სიცოცხლისთვის ბრძოლა თურქეთში, სამსუნის კლინიკაში მოუწია.
ასმათი ამ დროისთვის ისევ თურქეთის კლინიკაშია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად დასტაბილურდა, რომ პალატაში გადაიყვანეს.
„ჯერ გაწერაზე არაფერს არ ამბობენ, ხუთშაბათისთვის ფიქრობენ ჩემს გაწერას, ახალ ანალიზებს აიღებენ და პასუხების მიხედვით გადაწყვეტენ.
ახლა პალატაში ვარ, თავიდან ცოტა მიჭირდა სიარული იმის გამო, რომ გულის პულსი მიჩქარდებოდა, მქონდა თავბრუსხვევა, გიორგი მეხმარებოდა ხოლმე ნაბიჯების გადადგმაში, ან ძირითადად ვიწექი, დღეს ღმერთს მადლობა, რომ ჩემი ფეხით დავდივარ…“ – ამბობს 20 წლის ასმათ ბერიძე.
@user4747616814627 უფალო მადლობა 🙏💞