“სა­ხელ­მწი­ფო სტი­პენ­დი­ა­ტი იყო, 20 მა­ისს 22 წლის გახ­დებოდა”

48

2 დღის წინ მეტრო „სამგორში“ ტრაგედია დატრიალდა. ახალგაზრდა გოგო მოულოდნელად ცუდად გახდა და გარდაიცვალა.

გარ­დაც­ვლი­ლი გო­გო­ნა მა­რი­ამ ტყე­მა­ლა­ძეა. ის თსუ-ს სტუ­დენ­ტი იყო და საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბუ­ლი. გო­გო­ნა ჟურ­ნა­ლის­ტი­კის ფა­კულ­ტეტ­ზე სწავ­ლობ­და. იყო სა­ხელ­მწი­ფო სტი­პენ­დი­ა­ტი. 20 მა­ისს მა­რი­ა­მი 22 წლის გახ­დე­ბო­და.

ყველას დაგვიტოვა სიყვარულის და მეგობრობის მაგალითი და გაქრა  ყველას თავისი მარიამი ჰყავდა… “

„ჩვენი ნიჭიერი, ხალისიანი, ქოთქოთა მარიამი ,ძალიან დააკლდები შენს მშობლიურ მეექვსეს, მარიამ“

 „ისეთი ადამიანი იყო, რომლის დავიწყებაც შეუძლებელია. უნივერსიტეტიდან უამრავი კარგი მოგონება მაკავშირებს მასთან და ყოველთვის თბილად გამახსენდება.“

„მა­რი­ა­მი თსუ-ს წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტი იყო, ნამ­დვი­ლი ვარ­სკვლა­ვი, ძა­ლი­ან ჭკვი­ა­ნი. სულ გვერ­დში გვედ­გა, ყვე­ლაფ­რის თავი და თავი იყო ხოლ­მე, ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რი და ჩარ­თუ­ლი ყვე­ლა­ფერ­ში” – წერენ  გო­გო­ნას ახ­ლობ­ლე­ბი.