“შენ იმიტომ ხარ წარმატებული, რადგან ვიტალი დარასელიას შვილიშვილი ხარო”

32

ლეგენდარული ფეხბურთელის, ვიტალი დარასელიას შვილიშვილი, ლიზა დარასელია გიორგი გასვიანის გადაცემის, “სიცრუის დეტექტორის” სტუმარი იყო.

ლიზამ შეკითხვაზე, სწყინდა თუ არა მის წარმატებას ბაბუის სახელს რომ უკავშირებდნენ, დადებითი პასუხი გასცა.

“ყოველთვის ვიამაყებ და ვამაყობ, მართლაც ძალიან დიდი სახელი დაგვიტოვა. ბავშვობიდან ბევრს ვშრომობ, დამეხმარა ბაბუაჩემის სახელი, მაგრამ შინაგანად ვარ ისეთი ადამიანი, რომ ყოველთვის მიწევდა ამასთან ბრძოლა. ბევრს უთქვამს და ბევრჯერაც გამიგია ფრაზა – შენ იმიტომ ხარ წარმატებული, რადგან ვიტალი დარასელიას შვილიშვილი ხარ – მარტო ასეც არ არის. მე ვფიქრობ, რომ ბევრი გავაკეთე ასეთი წარმატებული ვყოფილიყავი, როგორიც ახლა ვარ.

ჩვენ ვერ მოვესწარით ბაბუას, რადგან მამაჩემიც ძალიან პატარა იყო, როცა გარდაიცვალა. ეს იყო დიდი ტრაგედია. როგორც იხსენებენ, ძალიან უბრალო ადამიანი იყო და ყველას ამიტომ უყვარდა. ამბობენ, რომ ხასიათით ვგავარ ბაბუას. ვიზუალურად მამაჩემი ჰგავს ძალიან და ჩემს ძმასაც ამსგავსებენ. მამაც ფეხბურთელი იყო, მაგრამ ტრავმის გამო ვერ გააგრძელა კარიერა. თუმცა მან ამერიკაში გახსნა საფეხბურთო სკოლა, “ვიტალი დარასელიას სახელობის აკადემია”, –  ამბობს ლიზი.